თსუ-მაკოორდინირებელი ინსტიტუცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მე-20 საუკუნის დასაწყისში დაარსდა. იგი საქართველოს პირველი უნივერსიტეტია და სამხრეთ კავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.  თსუ, როგორც „თეთრი ტაძარი“,  ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.
თსუ-ს აქვს ისტორიული მისია, ხელი შეეწყო დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას  საერთაშორისო საზოგადოებასთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის  სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო განათლებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის მეშვეობით.
1918 წელს გახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს მისი დამაარსებლის - პროფესორ ივანე ჯავახიშვილის - სახელს, რომელმაც შეკრიბა საზღვარგარეთ განათლებამიღებული ქართველი მეცნიერები ეროვნული უნივერსიტეტის დასაფუძნებლად. ივ. ჯავახიშვილს, ცნობილ ისტორიკოსს დასავლური განათლებით, უდიდესი წვლილი მიუძღვის - როგორც იმხანად ეძახდნენ -„ტიფლისში ქართული უნივერსიტეტის“ კლასიკურ ევროპულ უსდ-დ ქცევაში.
დღესდღეობით უნივერსიტეტის მთავარი მიმართულებები, პრინციპები, ფასეულობები და რეფორმები ხორციელდება დინამიურად, სისტემატურად, კოორდინირებულად, რაც თსუ-ს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას  უწყობს ხელს.
თსუ საქართველოს უმაღლესი განათლების მამოძრავებელი ძალაა. როგორც მომავალზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, თსუ აცნობიერებს მის წინაშე არსებულ ახალ მოთხოვნებს,  ცდილობს გაუმკლავდეს საუკუნის გამოწვევებს და სათანადოდ მოამზადოს თავისი სტუდენტები შემდგომი პროფესიული საქმიანობისათვის.
აბიტურიენტები ხშირად ასახელებს თსუ-ს მათ პირველ არჩევნად ამ უნივერსიტეტის რეპუტაციისა და ტრადიციების გამო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც 9 ერთეულსა და 22 ათასამდე სტუდენტს აერთიანებს.
თსუ მისდევს თანამედროვე ევროპული განათლების სისტემასა და ხარისხის უზრუნველყოფას. 2005 წლიდან თსუ შეუერთდა ბოლონიის პროცესს და იზიარებს ევროპული უსდ-ის შესაბამისი პროგრამებისა და კვლევის პრინციპებს.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიხედვით,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასახელდა  გამოჩენილი რეფორმატორად 2006 წელს.











Tracking hits