პროექტის მიმოხილვა
მთავარი თემები და პრიორიტეტები
1. პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციისა და რეფორმის ხელშეწყობა;
2. პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი განათლების ინსტიტუციების შესაძლებლობების ზრდა, კერძოდ, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და მუდმივი განახლების პროცესის ხელშეწყობა;
3. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი სასწავლო ინსტიტუტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და გაძლიერება.
პროექტის აქტივობები
მიზანი 1: საქართველოსა და უკრაინის უსდ-ის თანამშრომელთა მომზადება პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდების შესასწავლად
აქტივობა 1.1. სატრენინგო მოდულების მომზადება და ჩატარება
I მოდული: სწავლების მეთოდები
II მოდული: სილაბუსების შექმნა
III მოდული: მულტილინგვური/მულტიკულტურული განათლება
მიზანი 2: საქართველოსა და უკრაინის უსდ-ის მომზადება თანამედროვე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგამების შესაქმნელად
აქტივობა 2.1 მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო კურიკულუმის შექმნა;
აქტივობა 2.2. სილაბუსების შექმნა;
აქტივობა 2.3. საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტის აკადემიურიო პერსონალისათვის გერმანიაში, ლატვიასა და ლიტვაში სასწავლო ტურის ორგანიზება;
აქტივობა 2.4. პლატფორმისა და ელექტრონული გვერდის შექმნა პროგრამებისა და კურსების განსათავსებლად;
აქტივობა 2.5. საბაკალვრო პროგრამის პილოტირება და დანერგვა;
აქტივობა 2.6. სამაგისტრო პროგრამის პილოტირება და დანერგვა;
მიზანი 3: საქართველოსა და უკრაინის საჯარო სკოლების კვალიფიციური პედაგოგებით უზრუნველყოფა
აქტიოვობა 3.1. მოქმედ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამის შექმნა;
აქტივობა 3.2. 400 მოქმედი პედაგოგის გადამზადება საქართველოდან და უკრაინიდან;
მიზანი 4. უსდ-ის აღჭურვა საკმარისი რაოდენობის სასწავლო მასალებითა და ტექნიკით;
აქტივობა 4.1. სახელმძღვანელოთა თარგმნა სამიზნე უნივერსიტეტებისათვის ქართულ და უკრაინულ ენებზე;
აქტივობა 4.2. საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის „ბილინგვური განათლება“ გამოცემა;
აქტივობა 4.3. უსდ-ის ტექნიკური აღჭურვა.
ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები
• საქართველოსა და უკრაინის 6 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება (უსდ);
• აღნიშნული 6 უსდ-ის 42 აკადემიური პერსონალი განათლების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ენათმეცნიერების, ფსიქოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტებიდან;
• საქართველოსა და უკრაინის საჯარო სკოლების 400 მოქმედი პედაგოგი;
• 60 საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საქართველოსა და უკრაინაში;
• 40 სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი საქართველოსა და უკრაინაში.
ხარისხის უზრუნველყოფა
• პროგრამების შეფასება მოხდება სამიზნე უსდ-ის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტების მიერ;
• საბაკალავრო, სამაგისტრო და პედაგოგთა გადამზადების პროგრამები აკრედიტაციას გაივლის საქართველოსა და უკრაინის განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
• პროგრამების შეფასება მოხდება მათი იმპლემენტაციიდან ყოველი სემესტრის შემდეგ. ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ეწვევიან საქართველოსა და უკრაინას შეფასებისა და კონსულტაციისათვის.
• შემუშავდება სტუდენტთა შეფასების ფორმები და სტუდენტები შეძლებენ ყოველი კურსის ეფექტურობის შეფასებას;
• ელექტრონული ჟურნალი „ბილინგვური განათლება“ იქნება რეფერირებადი და რეცენზირებადი;
• შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად: პროცესის შეფასება, შედეგების შეფასება, გავლენის შეფასება.