პროექტ DIMTEGU-ის ზოგადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში მულტილინგვური განათლების რეფორმის ხელშეწყობა.
პროექტის კონკრეტულ მიზნებს წარმოადგენს:
• საქართველოსა და უკრაინის აკადემიური პერსონალის მომზადება მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამაში თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების გამოყენებაში;
• საქართველოსა და უკრაინის უსდ-ის მომზადება მულტილინგვური განათლების სამაგისტრო პროგრამისა და მოქმედ პედაგოგთა სერტიფიცირებული პროგრამის ჩასატარებლად;
• ბოლონიის პროცესთან შესაბამისობაში მყოფი თანამედროვე ჩაჩო კურიკულუმისა და სილაბუსების შექმნა მულტილინგვური განათლების მაგისტრატურისა და მოქმედ პედაგოგთა სასერტიფიკატო პროგრამისთვის საქართველოსა და უკრაინაში;
• საქართველოსა და უკრაინის საჯარო სკოლების უზრუნველყოფა კვალიფიციური პედაგოგებითა და სასწავლო მასალებით, რათა მიეცეთ საშუალება შეხვდნენ გლობალიზაციისა და ადგილობრივი საზოგადოების გამოწვევებს;
• საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტების აღჭურვა საკმარისი რაოდენობის თანამედროვე სასწავლო მასალებითა და ტექნიკით.