უკრაინელი პარტნიორები

ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი
ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია უკრაინაში, რომელიც 1661 წელს დაარსდა. ლვოვის უნივერსიტეტი განათლების, კვლევისა და ინდუსტრიის ექსპერტთა გადამზადების კუთხითწამყვანი უნივერსიტეტია უკრაინაში. უნივერსიტეტში ამჟამად 18 ფაკულტეტი/სკოლა არსებობს.
ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის 96 სასწავლო ინსტიტუტთან. ბევრი პედაგოგი და სტუდენტი იღებს მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში. ამჟამად ლვოვის უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა 34 000-ს აღწევს.
ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებული დასაქმების ცენტრი  შეიქმნა 2005 წელს, რათა ხელი შეუწყოს კურსდამათავრებულთა შემდგომ დასაქმებას.

ყირიმის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (შეუჩერდა პარტნიორის სტატუსი 2014 წლის 3 ნოემბერს)
ყირიმის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს უდიდეს უმაღლეს სასწავლებელს ჰუმანიტარიის დარგში და ერთადერთ უსდ-ს ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც აერთიანებს 5 ინსტიტუტსა და 11 დეპარტამენტს.
უნივერსიტეტის მისია ეფუძნება თავისუფლებას, ტრადიციასა და ფუნდამენტურ ჰუმანურ ღირებულებებს. უნივერსიტეტი დამაკავშირებელი რგოლია დაწყებით სკოლას,  უმაღლეს სკოლასა და დამსაქმებელს შორის რეგიონში და სტუდენტებს ანიჭებს ბაკალავრის ხარისხს 19 სპეციალობაში.
უნივერსიტეტი ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას ისახავენ მიზნად. უნივერსიტეტი ცდილობს,  საგანმანათლებლო სისტემა მოარგოს რეგიონში არსებულ კულტურულ მრავალფეროვნებას, რათა სწავლის საშუალება მიეცეს ყველას, მოხდეს „ყველას ჩართვა“ სასწავლო პროცესში.


ოლეს ჰონჩარის სახელობის დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი
ოლეს ჰონჩარის სახელობის დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ უსდ-ს უკრაინაში. აკადემიური პროცესი შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ამჟამად უნივერსიტეტში მუშაობს 1300 პედაგოგი, 160 მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 700-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და ასისტენტ პროფესორი.
დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი  13 ათას სტუდენტს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო  საფეხურზე.
ამჟამად დნეპროპეტროვსკის ეროვნულ უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს 66 ხელშეკრულება კანადის, აშშ-ს, აზიისა და ევროპის ქვეყნების უსდ-თან და კვლევით ცენტრებთან.
1993 წლიდან დნეპროპეტროვსკის ეროვნულ უნივერსიტეტს  მოპოვებული აქვს ტემპუსის 16 პროექტი. ამ მაჩვენებლით დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი ლიდერია ქვეყნის მასშტაბით. UNESCO-ს გამოკითხვით, აკადემიური და კვლევითი ინდექსის მიხედვით, დნეპროპეტროვსკის ეროვნული უნივერსიტეტი იკავებს მეექვსე ადგილს უკრაინის უსდ-ებს შორის.











Tracking hits